CadLine LLC უზრუნველყოფს გეოდეზიურ, საკადასტრო და არქიტექტურულ მომსახურებას. მაღალი სიზუსტის აპარატურა და გამოცდილი ჯგუფი უზრუნველყოფს კლიენტის სურვილების რეალიზაციას. ვმუშაობთ სტანდარტების დაცვით და პასუხისმგებლობით.
გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს — მიწის აზომვიდან დაწყებული, შენობის არქიტექტურული პროექტირებით და ლანდშაფტის დიზაინით დამთავრებული.
ტოპოგრაფიული გეგმების მომზადება (1:200, 1:500). რელიეფის, კომუნიკაციებისა და ნაგებობების დატანით. აუცილებელია მშენებლობის ნებართვისთვის.
დეტალურადმიწის ნაკვეთების დაზუსტება, გამიჯვნა/გაერთიანება, შიდა აზომვითი ნახაზები და რეგისტრაციისთვის საჭირო სრული დოკუმენტაცია.
დეტალურადინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ობიექტების არქიტექტურული პროექტირება. ესკიზები, მუშა პროექტები და ნებართვების მიღება.
დეტალურადინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი. სივრცის დაგეგმარება, 3D ვიზუალიზაცია და თანამედროვე სტილის გადაწყვეტილებები თქვენი კომფორტისთვის.
დეტალურადმწვანე ნარგავების აღწერა, შეფასება (ტაქსაცია) და დენდროლოგიური პროექტების მომზადება. ლანდშაფტის სწორი დაგეგმარება და ეკოლოგიური შეფასება.
დეტალურადმაღალი სიზუსტის ორთოფოტოები, 3D მოდელირება და ტერიტორიის მონიტორინგი უახლესი საფრენი აპარატებით.
დეტალურადსაპროექტო ღერძებისა და წერტილების გადატანა ნატურაში (ადგილზე). მშენებლობის სიზუსტის კონტროლი.
დეტალურადშენობა-ნაგებობების დეფორმაციებზე დაკვირვება, ჯდენების კონტროლი და პერიოდული საინჟინრო ანგარიშები.
დეტალურადვიყენებთ Leica-ს უახლეს GPS/GNSS სისტემებსა და ტოტალურ სადგურებს მაქსიმალური სიზუსტისთვის.
ყველა სერვისი ერთ სივრცეში: აზომვიდან დაწყებული, პროექტირებით დასრულებული.
ჩვენთვის პრიორიტეტია შეთანხმებული ვადების დაცვა და დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია.
ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი გეოდეზისტების, არქიტექტორებისა და ინჟინრებისგან. ჩვენ ვეხმარებით კერძო მესაკუთრეებს, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიებს პროექტების წარმატებით განხორციელებაში — იურიდიული და ტექნიკური რისკების გარეშე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ
ან გვეწვიეთ ოფისში შემდეგ მისამართზე:
თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 41